შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება.
„დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელენსკის იარაღის მიწოდებით, ითხოვს მის გადადგომას პრეზიდენტის პოსტიდან და არჩევნების ჩატარებას უკრაინაში“, - წერს BILD.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, Politico ადრე წერდა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე შეხვდნენ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებს, იულია ტიმოშენკოს და პეტრო პოროშენკოს, რათა განეხილათ მათთან შესაძლო არჩევნები.
ამავდროულად, პოლიტოლოგი თომას იეგერი BILD-თან ინტერვიუში ვარაუდობს, რომ ტრამპს ზელენსკისთან ანგარიშის გასწორება სურს 2020 წელს ჰანტერ ბაიდენზე კომპრომატების მიწოდებაზე უარის თქმის გამო.
პუტინი ასევე არ არის კმაყოფილი ზელენსკის კანდიდატურათ, რომელიც მისთვის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოწვევაა.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამი კვირის წინ ამერიკელ კოლეგასთან მარკო რუბიოსთან შეხვედრისას განაცხადა: „ზელენსკისთან არაფერი შეიძლება გაკეთდეს“, - აღნიშნავს იაგერი.
ამავე დროს, იეგერი აფრთხილებს, რომ უკრაინაში შესაძლო ახალი არჩევნების ორგანიზება რთული იქნება, „და ეს იქნება იდეალური შესაძლებლობა პუტინისთვის შედეგით მანიპულირებისთვის“.