რუმინეთის საარჩევნო კომისიამ ულტრამემარჯვენე და პრორუს პოლიტიკოსს კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
კალინ ჯორჯესკუ ვერ მიიღებს მონაწილეობას განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მაისში იმართება. გადაწყვეტილება რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დეკემბერში გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა.
გაუქმებულ პირველ ტურში ჯორჯესკუ მოულოდნელად პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში პროევროპელ კანდიდატს, ელენა ლასკონის, უნდა დაჰპირისპირებოდა.
კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობაზე და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.