მილიარდერი ბიზნესმენი და აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი მხარს უჭერს აშშ-ს ნატო-ს დატოვებას.
X-ზე მასკი გამოეხმაურა პოსტს, რომელშიც მომხმარებელი აშშ-ს ნატო-დან გამოსვლისკენ მოუწოდებდა: "დატოვე ნატო ახლავე!".
"ჩვენ ეს მართლაც [უნდა გავაკეთოთ]. უაზრობაა, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს", - დაწერა მასკმა X-ზე.