აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკმაყოფილება გამოთქვა, პრო-უკრაინელი მომიტინგეების გამო, რომლებიც მას ქალიშვილთან ერთად სეირნობისას დაყვებოდნენ და ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ამის შესახებ ვენსი Х-ზე წერს.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ შაბათს, როცა ის თავის 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა, მათ მომიტინგეების ჯგუფი დაყვებოდა და ყვიროდა - "დიდება უკრაინას"
მისი თქმით, მან გადაწყვიტა დალაპარაკებოდა აქციის მონაწილეებს, რათა მისი ქალიშვილი არ შეეწუხებინათ. მისივე თქმით, თითქმის ყველა დათანხმდა.
„ ძირითადად თავაზიანი საუბარი იყო, მაგრამ თუ პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში 3 წლის ბავშვს აწუხებთ, ცუდი ადამიანი ხართ“, - თქვა ვენსმა.
ვენსი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამათის აქტიური მონაწილე იყო, რის შემდეგაც უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა.
ამის შემდეგ ვენსს უკრაინისადმი მისი დამოკიდებულების გამო საპროტეტსო აქციებით ხვდებიან.