აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს მოკავშირეების წინაშე აშშ-ის ვალდებულებების შემცირებას განიხილავს, ამის შესახებ NBC News წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტრამპის განცხადებით, აშშ არ იბრძოლებს ნატო-ს იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები არ იქნებიან მზად, დაიცვან შეერთებული შტატები, თუ ამერიკა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
„თუპრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდით, და დავრეკავდით - პრობლემა გვაქვს, საფრანგეთო, კიდევ რამდენიმე სხვა, არ დავასახელებ – გგონიათ, რომ ისინი მოვლენ და დაგვიცავენ? ვალდებული არიან, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ახალი პოლიტიკის ფარგლებში შესაძლოა, აშშ-მა უარი თქვას თავდაცვის დაბალი ხარჯების მქონე ქვეყნებთან წვრთნების ჩატარებაზეც.
თუმცა ეროვნული უშიშროების საბჭომ განცხადებით, „პრეზიდენტი ტრამპი ერთგულია ნატოსა და მე-5 მუხლის მიმართ“.
„მე ნატოს ვუყურებ, როგორც პოტენციურად კარგ ორგანიზაციას, მაგრამ ისევ… ძალიან უსამართლოა ის, რაც ხდება“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.