რუსეთს სხვისი არაფერი სჭირდება, მაგრამ თავისას არ დათმობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა .
მისი თქმით, რუსეთს სჭირდება მშვიდობის ისეთი ვარიანტი უკრაინაში, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას.
„ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ [უკრაინაში] მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენო ქვეყანისთვის მშვიდობას გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში. ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, მაგრამ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია.
ჩვენ გვჭირდება ისეთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში“, - განაცხადა პუტინმა.