ბიზნესპარტნიორს უსინდისოდ მოექცა და ქვეყნიდან გაიქცა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე გიორგი ბაჩიაშვილზე განაცხადა.
„ვირთხები და ზაზუნები ბევრნი არიან, მთხრელებს რა გამოლევს ბაჩიაშვილის მხარეს, მაგრამ ხვრელს თხრის ზოგადად ვირთხა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ვირთხის გზით გაიპარა, ისევე როგორც მოიქცა, მაგრამ ყოველშემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, თუმცა, რაც ამ ეტაპზე ვიცით, ფულადი რესურსი წაიღო, ბიზნესში გამოიყენა და შემდეგ, ბიზნესპარტნიორს მოექცა უსინდისოდ და ამის გამო გათხარა ხვრელი და ამ ხვრელში ზოგიერთი ვირთხის მეშვეობით გაიქცა", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ასევე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ასევე ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე, სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს.