აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს Fox News-ის ეთერში ჩართვისას შუბლზე ნაცრის ჯვარი ჰქონდა გამოსახული.
ნაცრის ჯვარი არის სინანულის ნიშანი. კათოლიკური სამყაროში ნაცრის ჯვრის შუბლზე გამოსახვით დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავენ. ნაცრის ჯვრის გამოსახვა დიდი მარხვის დაწყების წინ, ოთხშაბათის მესაზე ხდება. ამ დღეს კათოლიკები ნაცრის ოთხშაბათს უწოდებენ.
ნაცრით ჯვარს შუბლზე კათოლიკე მორწმუნეს მღვდელი სახავს.