შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კრაბ კოფის" თანამშრომლებზე თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კრაბ კოფის" თანამშრომლებს, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ცხელი სასმელებით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ.