სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების KF-16 ტიპის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებთან ერთად ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობდა, პოლიგონის მიღმა შეცდომით ჩამოაგდო სულ მცირე Mk-82-ის ტიპის 8 ერთეული ბომბი (თითოეული დაახლოებით 227 კგ-ს შეადგენდა) გიონგის პროვინციაში, ქალაქ დონგ-მიონში. ეს ტერიტორია ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან და დემილიტარიზებული ზონიდან დაახლოებით 19 კილომეტრითაა დაშორებული.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ახლომდებარე ეკლესია დაზიანდა. დაშავდა სულ მცირე 7 ადამიანი, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია.
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 6 მარტს ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მახლობლად მდებარე საწვრთნელ პოლიგონზე ერთობლივი წვრთნები გამართეს.
წვრთნებში ჩართული იყო 160-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ვერტმფრენები და გამანადგურებლები.