საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების დასაცავად აუცილებელია დისკუსიები გაიმართოს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამის ამის შესახებ მანკრონმა 5 მარტს ერისადმი მიმართვისას განაცხადა. იუწყება Le Monde.
მისი თქმით, საფრანგეთის ბირთვულმა პოტენციალმა 1964 წლიდან ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„გერმანიის მომავალი კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდების საპასუხოდ, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ევროპის კონტიგენტზე საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა მაკრონმა
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, „გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში“.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი რჩება ნატო-ს ერთგული, მაგრამ „მეტია გასაკეთებელი“.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“.