სასამართლოში, სადაც აქციების გამო დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს, დაპირისპირებაა. ცოტა ხნის წინ მოსამართლემ სხდომა ნაწილობრივ დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გაუშვა.
სხდომა დახურულად მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბრალდებულების სიტყვას დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ. მან მანამდე აღნიშნა, რომ თუ დარბაზში მსხდომები ემოციების გამოხატვისგან თავს ვერ შეიკავებდნენ, სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
დარბაზი დატოვეს დაკავებულებმაც. სხდომაზე დარჩენის უფლება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს მიეცათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმე განიხილება. აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.