პოლონეთმა საქართველოს კანონდამრღვევი მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი დაიწყო - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ინფორმაციას.X-ზე ავრცელებს
"დეპორტაციები დაიწყო, ჩვენ ეფექტურად ვშლით ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს - არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით". - წერს ტუსკი.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს ქვეყნიდან გამოაძევებდნენ.