გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო დატოვა.
დღეს, 5 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით გადაკვეთა, სომხეთში საზღვარი კი რუსეთის მოქალაქის პასპორტით გაიარა.