ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არიან მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავრონ, რათა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდნენ და უკრაინის საკითხზე გეგმა წარუდგინონ. ამის შესახებ Daily Mail დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე მაკრონმა Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა წამოაყენეს წინადადება ერთი თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ამასთან, მაკრონმა განმარტა, რომ წინადადება არ მოიცავს ადგილზე არსებულ ვითარებას, რადგან ფრონტის სიგრძე ართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას.
„კირ სატრმერი და ემანუელ მაკრონი მზად არიან წავიდნენ ვაშინგტონში მომავალ კვირას... ზელენსკისთან ერთად, რათა წარუდგინონ ტრამპს ამ [დარეგულირების] გეგმის ერთიანი ფრონტი“, - წერს გამოცემაში.
როგორც გაზეთი აღნიშნავს ბრიტანეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, ლონდონი „ყველა დონეზე“ იღებს ზომებს, რათა დაარწმუნოს ვაშინგტონი, განაახლოს კიევისთვის სამხედრო დახმარება.