საქართველოს ბანკი მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს გაცემის რიგით მეექვსე ცერემონიაზე დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე, სადაც კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდა, საქართველოს ბანკმა ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო.
აღსანიშნავია, რომ BARTA მიზნად ისახავს ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისთვის კომპანიების წახალისებას, კონკურენციის ხელშეწყობასა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ბანკმა მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერული პოზიცია დაიკავა. კერძოდ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა მიიღო მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის. საქართველოს ბანკში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენი მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო პროექტები, რომელთაც რეგულარულად ვახორციელებთ, გარემოს დაცვას, ბიზნესების მდგრადობას, მწვანე დაფინანსების ზრდას ემსახურება. აღნიშნული ჯილდო კი ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას პასუხისმგებლიანი ანგარიშგების მიმართულებით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.