შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია და დაკავშირებულია 28 თებერვალს თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებთან.
ამის შესახებ ჯონსონმა ბრიფინგზე განაცხადა.
”ეს არის დროებითი პაუზა”, - თქვა ჯონსონმა, როდესაც ჰკითხეს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შეჩერების შესახებ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა „გამოასწოროს ის, რაც მოხდა გასულ კვირას, შოკისმომგვრელი მოვლენები ოვალურ კაბინეტში“.
„და თუ ის ამას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს იქნება მომგებიანი სცენარი ყველა ჩართული მხარისთვის.
ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო გარიგება, რაც შეიძლება იყოს შეთავაზებული, მას შეუძლია მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ამიტომ მოვუწოდებ მას [ზელენსკის] გააკეთოს ეს“, - თქვა ჯონსონმა მინერალების შესახებ შეთანხმებაზე საუბრისას.
მან დაამატა, რომ მოხარულია, რომ „პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სურს ამ შეთანხმების დადება“.