აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill კონგრესმენზე დაყრდნობით წერს.
"დღეს მე წარვადგენ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. ამას მეტი არავინ იმსახურებს," - განაცხადა ისამ.
კონგრესმენს არ დაუკონკრეტებია, რატომ ასახელებდა პრეზიდენტს, მაგრამ შემდგომ განცხადებაში ისას პრესმდივანმა მიუთითა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევაზე ახლო აღმოსავლეთში.
„კონგრესმენი ისა ახლახანს ხელმძღვანელობდა [კონგრესის] დელეგაციას ახლო აღმოსავლეთის ოთხ ქვეყანაში - მანუშუალოდ და რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურისგან მოისმინა, რომ მშვიდობის სულისკვეთება და კონფლიქტისგან თავის დაღწევა რეალური და მრავალმხრივია.
არჩევის მომენტიდან ფიცის დადებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა შთააგონა და წინ წაწია მშვიდობის საქმე - და ეს ისე გააკეთა, რაც მრავალი წლის განმავლობაში არ გვსმენია“, - განაცხადა ისას აპარატის ხელმზღვანელმა ჯონათან უილკოკსმა.
გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ ეს განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც ტრამპმა შეცვალა აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით, გაზარდა ზეწოლა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისზე და ამავდროულად გაალღო ურთიერთობები რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან.
The Hill ასევე წერს, რომ ტრამპი წარსულში რამდენჯერმე იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ სასურველი ჯილდო არასოდეს მიუღია.