იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ლონდონში ევროპის უსაფრთხოების სამიტამდე ესაუბრა.
ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისის მოკლე განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ მელონის საუბარი ტრამპთან შედგა ასევე ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
ლონდონის სამიტი მას შემდეგ იმართება, რაც ვაშინგტონში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის დროს მწვავე კამათი მოხდა და მინერალების შესახებ შეთანხმება ჩაშალა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, რომელიც დაესწრო ტრამპის ინაუგურაციას და განიხილება, როგორც შესაძლო შუამავალი აშშ-სა და ევროპას შორის.
მანამდე მელონიმ განაცხადა, სურს საგანგებო სამიტის მოიწვიოს შეერთებულ შტატებს, ევროპულ სახელმწიფოებსა და მოკავშირეებს შორის უკრაინის საკითხისა და სამომავლო გამოწვევების განსახილველად.