აშშ-ს თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი მექსიკის საზღვარზე 3000-მდე ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ The Washington Post პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება
გამოცემის წყაროების თანახმად, მექსიკის საზღვარზე გაიგზავნება Stryker-ის საბრძოლო ბრიგადის 2400 სამხედრო მოსამსახურე და კიდევ საავიაციო ქვედანაყოფის 550 ჯარისკაცი. ასევე Stryker-ის ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები.
პენტაგონის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია გააძლიეროს და გააფართოოს სასაზღვრო უსაფრთხოების მიმდინარე ოპერაციები და დაიცვას შეერთებული შტატების ტერიტორიული მთლიანობა.
მოსალოდნელია, რომ სამხედროები დისლოკაციის ადგილზე უახლოეს კვირებში ჩავლენ.