ლიეტუვა უკრაინის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას აგრძელებს. როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში და იარაღის წარმოებაში ერთობლივი წარმოების ობიექტების შექმნაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადება იგეგმება.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აქვს დიდი პოტენციალი გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე უკრაინელი ინჟინრების მაღალი გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების წყალობით.
„ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას - ლიეტუვა-უკრაინული იარაღის ერთობლივი წარმოების განვითარებას როგორც ლიეტუვაში, ასევე უკრაინაში“, - განაცხადა შაკალიენემ.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იარაღის კონკრეტული სახეობები არ არის საჯაროვდება.
უახლოეს კვირებში ლიეტუვაში გაიმართება ლიეტუვისა და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები, რათა განიხილონ შეთანხმების შესრულების საკითხები და შემდგომი ნაბიჯები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.