თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.
„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.