პატივია, ვმასპინძლობდე ვოლოდიმირ ზელენსკის, - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„პატივია, ვმასპინძლობდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობდით, ძალიან ახლოს. ამიტომ, რეალურად დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
დიდი ხანია, ერთმანეთთან გვაქვს საქმე და ძალიან კარგად. მცირე მოლაპარაკებები გვქონდა, მაგრამ ეს კარგად დასრულდა, ვფიქრობ, ორივე ქვეყნისთვის. რეალურად, ვფიქრობ, მსოფლიოსთვის, ორივე ქვეყნის მიღმა.
ჩვენ გვაქვს ძალიან სამართლიანი შეთანხმება. ველით, რომ შევალთ და დავიწყებთ თხრას, თხრას, თხრას და იშვიათი წიაღისეულის რაღაც ნაწილის მოპოვებას. თუმცა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოგვიწევს იქ შესვლა და ეს აშშ-ს მიერ დიდი ვალდებულების აღება იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.