ჩეხეთის აღმოსავლეთით, ქალაქ პრშეროვის მახლობლად, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რამაც გამოიწვია სრაფად აალებადი სითხის ბენზოლის გაჟონვა და მასშტაბური ხანძარი.
სატვირთო მატარებელს ბენზოლით დატვირთული 17 ავზი გადაჰქონდა, რომელთაგან 15 ხანძრის შედეგად დაზიანდა.
თითოეული ავზი შეიცავდა დაახლოებით 60 ტონა ნივთიერებას. სარკინიგზო ავარიის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სულ მცირე ხუთი ვაგონი, მათ შორის ლოკომოტივი მოიცვა.
ავარიის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თვითმხილველების თქმით, ხანძარს თან ახლდა 20 მეტრამდე სიმაღლის ალი და სქელი შავი კვამლი, ამიტომ მეზობელი სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ გარკვეული დროით ფანჯრები არ გაეღოთ.
ხანძრის ჩასაქრობად ჩეხეთის სამი რეგიონიდან მეხანძრე-მაშველები და 50-მდე ერთეული ტექნიკა, ასევე ქიმიური ლაბორატორია იყო მობილიზებული.
დამატებითი დახმარება გაიგზავნა სლოვაკეთიდან
რკინიგზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავარია მოხდა, მოძრაობა შეჩერებულია და მოძრაობა რამდენიმე კვირაში აღდგება.