რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვმა ვაშინგტონიდან რუსეთის ელჩად ალექსანდრ დარჩიევის დანიშვნის აგრემანი მიიღო.
ინფორმაციის თანახმად, 27 თებერვალს სტამბოლში, რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების კონსულტაციების დროს, ამერიკულმა მხარემ „გადასცა ოფიციალური ნოტა შეთანხმებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილო ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორის დარჩიევის რუსეთის ფედერაციის შეერთებული შტატების ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის შესახებ“.
ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონში, რუსეთის დიპლომატიურ მისიაში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. 1997-2002 წლებში ის იყო საელჩოს მრჩეველი.
2014 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრამდე დიპლომატი რუსეთის ელჩად კანადაში მუშაობდა.
2021 წლის იანვრიდან ალექსანდრ დარჩიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩი ვაშინგტონში მალევე გაემგზავრება.