კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა მყისიერ პასუხს გასცემს აშშ-ს, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კანადას ტარიფებს 4 მარტიდან დაუწესებს.
ტრუდომ თქვა, რომ კანადის მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია აშშ-სგან „გაუმართლებელი ტარიფების“ თავიდან აცილება, მაგრამ ემზადება საპასუხო დარტყმა მიაყენოს ტრამპს, თუ ეს ტარიფები დაწესდება.
”კანადა გასცემს სწრაფ და ძლიერ პასუხს, როგორსაც კანადელები ელოდებიან”, - თქვა ტრუდომ.
მოსალოდნელია, რომ კანადა განაახლებს ტრამპის ქმედებებზე საპასუხო გეგმას 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფების დაწესებით, მას შემდეგ რაც ტრამპის დაპირებული ტარიფები ძალაში შევა.
„თუ ტარიფები დაწესდება, ეს ძლიან მძიმე იქნება კანადელებისა და კანადური ბიზნესებისთვის - ასევე რთული იქნება ამერიკელებისა და ამერიკული ბიზნესებისთვის და ეს არის ის, რის გადალახვასაც ჩვენ ვცდილობთ სამხრეთ საზღვარზე ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში“, - თქვა ტრუდომ.
ტრამპმა მანამდე დაადასტურა, რომ აპირებს 4 მარტიდან ყველა კანადურ და მექსიკურ საქონელზე 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფები დააწესა. 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და ათპროცენტიანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწია და აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა, თებერვლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა კანადურ იმპორტზე გამოცხადებული ტარიფების შემოღება ერთი თვით გადადო.