საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან გამოსულ მარშის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ, ფილარმონიის ახლოს ორი პირი დაესხა თავს.
"5 წუთის წინ, კინო "ამირანი"-ს წინ, თავს დაგვესხნენ მაჩეტეთი და ბიტით". - დაწერა სოციალურ ქსელში სანდრო ცხადაძემ, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ძმაა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს მოქალაქე, ნინა ჟორჟოლაძე.
"კოსტავაზე მომიტინგეებს მაჩეტეთი და დუბინკით გადმოგვიხტა ეს ორი ცხოველი, იქვე იდგა შსს-ს თეთრი შკოდა, ფართოდ დახუჭული თვალებით.
ამის პარალელურად, საარსებო მინიმუმზე 19-ჯერ მეტი ოდენობის ჯარიმებს გვიწერენ მოკვდავებს მშვიდობიან დგომაში". - წერს ჟორჟოლაძე.