უწოდო ზელენსკის დიქტატორი დიდ ცინიზმს მოითხოვს, - ამის შესახებ ხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
პაველი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს ეხმიანება.
"რა ფასეულობა შეიძლება ჰქონდეს არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც 3 წელია მეზობელი ბირთვული სახელმწიფოსგან იცავს თავს? როგორ უნდა ჩაატარო არჩევნები, როდესაც ტერიტორიის მეხუთედი საოკუპაციო ჯარების მიერ არის ოკუპირებული, ხოლო მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. დიდი ცინიზმია საჭირო, რომ უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო", - წერს პეტრ პაველი.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინელებს შორის სავარაუდოდ 4%-ს შეადგენს. კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა.
ამის შემდეგ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა უკრაინა გადარჩეს, როგორც ქვეყანა.