ბრაზილის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს ოფიციალურად დასდეს ბრალი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
ბრაზილიის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლსონარუს ჰქონდა ინფორმაცია პუტჩისტების გეგმების შესახებ და უფრო მეტიც, მოიწონა კიდეც ისინი.
უწყების ცნობით, სულ მცირე 33 შეთქმული მონაწილეობდა ბრაზილიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში.
როგორც გამოძიება იტყობინება, პუტჩისტების მთავარი მიზანი იყო, მოეწამლათ ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც 2022 წლის ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარუ.
"გადატრიალების გეგმა შემუშავდა პრეზიდენტის [ბოლსონარუ] თანხმობით", - აცხადებს გენერალური პროკურატურა.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ახლა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ბოლსონარუმ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტი იყო ერთი ვადით, 2019 წლიდან 2023 წლამდე.
მანამდე, ბოლსონარუს წინააღმდეგ წამიოწყეს გამოძიება მასობრივი არეულობის გამო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქვეყანაში გზების გადაკეტვა დაიწყეს. პროტესტს ბიძგი მისცა ასევე ბოლსონაროს უარმა, ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება.
2023 წლის იანვარში ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა, რადგან დემონსტრანტებმა შეიჭრნენ პარლამენტის, უზენაესი სასამართლოსა და პრეზიდენტის რეზიდენციის შენობებში.
ლულა და სილვამ არეულობის ჩასაცხრობად და წესრიგის აღსადგენად ფედერალური ძალების მობილიზება ბრძანა. შედეგად ასობით ადამიანი დააკავეს.
2023 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ ბოლსონარუს „ნაწილობრივი პასუხისმგებლობა“ დააკისრა „მომხდარის შედეგებთან“ დაკავშირებით და 8 წლით აუკრძალა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.