ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები გაიმართა. ასლან ბჟანიამ პოსტი 2024 წლის 19 ნოემბერს დატოვა და ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა: ბადრა გუნბა - 46%; ადგურ არძინბა - 37%; რობერტ არშბა - 7%; ოლეგ ბარციცი - 4%; ადგურ ხურუმალი - 1%.