საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნავს ყაველაშვილი