მახინჯაურში მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული შუა ხნის ქალია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.