აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. იუწყება CBS News
გამოცემის ცნობით, ზელენსკი უხელმძღვანელებს უკრაინის დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 14-დან 16 თებერვლამდე გერმანიაში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან, რომელიც ასევე დაესწრება კონფერენციას.
Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს ომის დასრულების გეგმას, თუმცა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.