მუშაობა უნდა გავაგრძელო და კიდევ მეტი გავიტანო ამ საოცარი გუნდისთვის, - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, საფეხბურთო კლუბ „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ, სადაც მან პირველი გოლი გაიტანა, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი ოცნება იყო.
საუკეთესო შეგრძნებაა ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთი ბრწყინვალე გულშემატკივრის წინ გოლის გატანა. ბევრი ვიმუშავე, რათა პირველი გოლი გამეტანა და მინდოდა, ეს მალე მომხდარიყო.
ახლა, მუშაობა უნდა გავაგრძელო და კიდევ მეტი გავიტანო ამ საოცარი გუნდისთვის.
ჩემთვის საოცარი გრძნობაა მსგავსი გოლის გატანა ასეთი გულშემატკივრების წინაშე, წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვთამაშობ და ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ“ - თქვა კვარაცხელიამ.
საფეხბურთო კლუბმა, "პარი სენ ჟერმენმა" "მონაკო" ანგარიშით 4:1 დაამარცხა.