თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი ვახტანგ ხვინთელანი 5 000 ლარით დააჯარიმა.
ვახტანგ ხვინთელანს ვალდორფის სკოლის 13 იანვრის მარშისას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
"ჰქონდათ ვიდეომტკიცებულება, სადაც ჯერ მე ვიყავი დაფიქსირებული, რომ ვიდექი უბრალოდ აქციაზე, არ ჩანდა სად ვიდექი და არც ის ფაქტი იყო დაჭერილი, რომ მე ვკეტავდი გზას. არ ჰქონდათ მტკიცებულება, მაგრამ ამის მიუხედავად, დამაბრალეს რომ მე გადავკეტე გზა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. სრული აბსურდია. იცოდა, რომ სტუდენტი ვარ, გრანტიც არ მაქვს და ოფლიც კი არ წამოუვიდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონია დამაჯარიმა. მე თუ არ შევეცოდე, კიდე იმდენი არ შეეცდება, რომ არ ვიცი", - ამბობს სტუდენტი პროცესი დასრულების შემდეგ.
ფოტო: მთავარი არხი