ხვალ, 24 იანვარს, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელს მოაწერს ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ეროვნული ინდიკატური პროგრამის სამოქმედო გეგმის საფინანსო შეთანხმებებს. (18.2 მილიონი ევრო).
ხელმოწერას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრება.
ღონისძიება 12.00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში XII სართულზე გაიმართება.