ჩრდილოეთ კორეამ თავისი საუკეთესო დანაყოფები გაგზავნა რუსეთის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ რამდენიმეთვიანი მძიმე დანაკარგების შემდეგ ისინი ფრონტის წინა ხაზიდან გაიყვანა. როგორც The New York Times-ზე უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ გამოჩენილან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, სულ რაღაც სამ თვეში ჩრდილოეთ კორეის ძალების რაოდენობა განახევრდა.
უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იბრძოდნენ ჩრდილოეთ კორეელების წინააღმდეგ, აღწერენ მათ, როგორც სასტიკ მეომრებს. თუმცა, მათ რიგებში არაორგანიზებულობამ და რუსულ ნაწილებთან კოორდინაციის ნაკლებობამ სწრაფად გამოიწვია დანაკარგების ზრდა.
„უკრაინის ოფიციალური პირებისა და სამხედროების განცხადებით, ბრძოლის ველზე მისვლის მომენტიდან, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები წინ მიიწევდნენ მცირე ჯავშანტექნიკით და იშვიათად ჩერდებოდნენ გადაჯგუფების ან უკანდახევის მიზნით, განაცხადეს და ჯარებმა“, - წერსNYT.
ამავდროულად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ჯარების ფრონტის ხაზიდან გაყვანის შესახებ შესაძლოა, შეიცვალოს.
„შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ კორეელები დაბრუნდნენ დამატებითი მომზადების შემდეგ ან მას შემდეგ, რაც რუსები მოიფიქრებენ მათი განლაგების ახალ გზებს, რათა თავიდან აიცილონ ასეთი მძიმე დანაკარგები“, - ამბობენ ამერიკელი ოფიციალური პირები.