ბრიტანეთი პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ საქართველო არ მოექცეს ისეთი ქვეყნების გავლენის ქვეშ, როგორიცაა ირანი, - ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველთან საუბრისას.
„იმხელა ჭავლი მოდის სანქციების, რომ ძალიან მალე ყველა მიხვდება, ვინც ამ სანქციების სიაშია, რომ უნდა დანებდეს ქართველი ხალხის ნებას. პირველ რიგში, ეს ეხება ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას ამაგრებს სხვადასხვა ფორმით. ბრიტანეთი ის ადგილია, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ საქართველო არ მოექცეს ისეთი ქვეყნების გავლენის ქვეშ, როგორიც არის ირანი და ა.შ.. ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და ძლიერი, აქ არ უნდა იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს ისეთ რეჟიმებთან, როგორიც არის ჰეზბოლა, "ჰამასი" და ა.შ. ამიტომ, ის სანქციები, რომელიც ბრიტანეთმა და შტატებმა დაიწყეს, აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს რეჟიმი აუცილებლად გამოაცხადებს კაპიტულაციას“, - განაცხადა ხაზარაძენ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის წერილით მიმართა. უილსონმა ლემის მეტი გამბედაობისკენ და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა.