თბილისში მიმდინარეობს „ძლიერი საქართველოს“ მარში მზია ამაღლობელის და საპროტესტო აქციებზე დაკავებული სხვა ადამიანების მხარდასაჭერად.
აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერი „მზიასთვის’.
„ეს მსვლელობა ეძღვნება მოშიმშილე მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, ასევე ეძღვნება ვეფხო კასრაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არათუ მარტო დაპატიმრებულები არიან, არამედ არიან დასახიჩრებულები სისტემის მხრიდან. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ფოტო: პუბლიკა