თბილისის 161-ე სკოლაში H1N1 ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამჯერად ვირუსით მეორე კლასელი მოსწავლე დაინფიცირდა. მას ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.
მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას ოჯახის პირობებში გადის.
161-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა გაკვეთილებზე მოსწავლეების აქტივობა შემცირებულია.
სკოლაში ღორის გრიპის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.