სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მომზადებებისთვის გეგმით წვრთნებს ახორციელებს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახოვეცმა აცნობა.
მისი თქმით, თავდაცვის უწყების პირადი შემადგენლობა ხელისუფლებისგან წაყენებული ამოცანების განხორციელებას გეგმავს, რაც დანაყოფების მოწყობას, საომარი ვითარებისთვის მათ მომზადებასა და საომარი მზადყოფნის სხვა მიმართულებით გაწვრთვნას ითვალისწინებს.
ამასთან, დეფაქტო მინისტრის განმარტებით, მეცადინეობები გეგმით ხასიათს ატარებს და დეფაქტო რესპუბლიკის სხვა ძალოვანებთან ურთიერთმოქმედებაში განხორციელდება.
მისი თქმით, მსგავსი წვრთნები რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის პირად შემადგენლობასთან ერთად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ამ კვირაში დეფაქტო თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა სამხედრო წვრთვნებს პარალელურად განახორციელებენ.