2025 წლის 30 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.