ევროსაბჭოში ქართველმა ხალხმა რუსეთზე გაიმარჯვა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროსაბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ევროსაბჭოში ქართველმა ხალხმა რუსეთზე გაიმარჯვა... მე აქედან მივემგზავრები ბრიუსელში. რაც სტრასბურგში მოხდა, მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმაც უფრო გაბედულად იმოქმედოს. არ არის საკმარისი, რაც აქამდე გააკეთეს. აღმასრულებელმა ორგანოებმაც უნდა მოძებნონ გზები, რომ ბიძინა ივანიშვილს დააჭირონ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა. ეს არის ფული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პოლიტიკური წნეხი, ფინანსურ წნეხზე გადაიქცეს. რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს ფინანსურად", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.