როდესაც მთავრობას და საზოგადოებას შორის კავშირი გაწყვეტილია, საჭიროა დემოკრატიული, ახალი არჩევნები, - ამის შესახებ ევროსაბჭოში ლატვიელმა მომხსენებელმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ.
"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და მატულობს უპრეცედენტო სიჩქარით, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა შეწყდეს დემოკრატიული უკუსვლა.
მმართველი პარტიის მიერ ბრუტალური მოპყრობა დემონსტრანტების მიერ იწვევს ღრმა კრიზისს, კავშირი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის გაწყდა. ხალხი გამოდის ქუჩაში და გამოთქვამს პროტესტს. ვერანაირი გამოსავალი ამ კრიზისიდან ვერ იქნება ნაპოვნი, თუ არ ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოება.
როდესაც მთავრობას და საზოგადოებას შორის კავშირი გაწყვეტილია, საჭიროა დემოკრატიული, ახალი არჩევნები. თუ ახალი არჩევნები ბოლო არჩევნებისნაირ გარემოებებში გაიმართა, ეს არ მოგვიტანს დემოკრატიულ შედეგებს, საჭიროა ინკლუზიური პროცესი. პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებული.
რეზოლუციის პროექტი არის პირდაპირი ნიშანი იმისა, თუ როგორ უნდა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვლა, ხაზს ვუსვამთ მკაფიო პირობებს, რომელიც უნდა შეასრულოს "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ შევწყვეტთ დელეგაციის რამდენიმე წევრის უფლებამოსილებას, თუ ეს პირობები არ შესრულდება, ასამბლეას არ ექნება სხვა გამოსავალი," - თქვა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ.
ამ წუთებში PACE განიხილავს რეზოლუციას, სადაც „ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზეა საუბარი. კერძოდ, განხილულია, რომ მათ აპრილამდე გარკვეული პირობებით, შეზღუდული უფლებამოსილება უნდა მიენიჭოთ.