მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. კოსტავას გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის ხალხისთვის დათმობას ითხოვენ. ასევე, უცვლელია უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
ფოტო: პუბლიკა