„თავისუფლება მზია ამაღლობელს” - ირაკლი კობახიძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი პროტესტის ფონზე დატოვა.
„ბათუმელების” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა, შიმშილობს.
სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“ გაიმართა, სადაც ჟურნალისტები მივიდნენ,, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სტადიონთან მივიდნენ, რადგან ირაკლი კობახიძეს უფრო ახლოდან გაეგონა მათი ხმა და უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვეს.
თუმცა პროტესტის მონაწილე ჟურნალისტები კობახიძესთან არ მიუშვეს. არსებული ინფორმაციით, კობახიძე კომენტარებს გაკეთებასაც გეგმავდა, თუმცა სავარაუდოდ, მიმდინარე პროტესტის გამო გადაიფიქრა.