ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ზე წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
მისი თქმით, “მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს“.
“ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” - წერს გასრი.