მინდა, შევახსენო ბრიუსელში მოკალათებულ ზოგიერთ თანამდებობის პირს, რომელიც უსამართლოდ ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს, რომ დღეს აბსოლუტურად შეიცვალა მსოფლიო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ის, თუ რა არგუმენტების საფუძველზეც თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ თუნდაც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები დააწესოთ, ნიშნავს, რომ „ლგბტ კანონის“ და „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით იმავე ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას უნდა შეუზღუდოთ არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, არამედ გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ. ჩვენ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ, ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა კი ბრძანება გამოსცა, სადაც არა მარტო თქვა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, არამედ სამი თვით საერთოდ შეაჩერა ეს დაფინანსება და თქვა, რომ თუ ეს ფული მშვიდობას არ მოხმარდება, ამ თანხებს საერთოდ არ გადარიცხავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, „ლგბტ კანონით“ ისეთი კანონია მიღებული, რომ ყველას უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ვერავინ გაბედავს, ბაღებში და სკოლებში ასწავლოს ლგბტ და ტრანსგენდერული სიგიჟეები.
„ტრამპმა საერთოდ ისეთი ბრძანება მიიღო, რომ არა მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და ღირებულებით სკოლაში. მაშინ რა გამოდის? ბრიუსელში ჯერჯერობით კიდევ მოკალათებულ ომის პარტიის წარმომადგენლებს ვეკითხები: რა გამოდის, რომ ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს, კუნთებს გვითამაშებთ და უფრო უარეს განცხადებებს ვინც აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ? ერთი და იგივე ნარატივია ჩვენი კანონები როგორც გამჭვირვალობაზე, ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ტრამპის ბრძანებები უფრო უარესიც არის. ამას დაფიქრება სჭირდება. ჩვენ სიმართლეს ვემსახურებით, სიმართლე არის ხალხის მხარეს და ხალხი არის ჩვენს მხარეს. ასეთი წრეა შეკრული. დღეს თუ კიდევ არის ილუზია, რომ „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია შეძლებს პროცესების მართვას, ეს მისი პრობლემაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.