მზია ამაღლობელი არის ჟურნალისტი, რომელიც დე ფაქტო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი X-ზე წერს.
"როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც დე ფაქტო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი," - წერს კოენი.