უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის თავდასხმები საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან მისი ოპოზიციის დაფინანსება, – ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის სპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ლიდერებმა ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები განიხილეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის თავდასხმები საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან მისი ოპოზიციის დაფინანსება. მან განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უნგრულ-ქართული ურთიერთობები აგებულია საერთო ღირებულებებზე, მათ შორის კულტურულ, ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე და მშვიდობისადმი ერთგულებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მომავალ წლებში საინვესტიციო და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელობას, რათა ეს პოლიტიკური კავშირების სიძლიერესთან შესაბამისობაში იყოს“, – წერს კოვაჩი.